Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა „სამწუხარო“ უწოდა თურქეთის მიერ აია სოფიას კვლავ მეჩეთად გადაკეთებას


ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ჯოზეფ ბორელი მოკლე კომენტარით გამოეხმაურა თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას წმინდა სოფიის ტაძრისათვის მეჩეთის სტატუსის დაბრუნებას.

„თურქეთის სახელმწიფო საბჭოს და პრეზიდენტ ერდოანის გადაწყვეტილება ამ ძეგლის რელიგიის საქმეთა პრეზიდიუმის დაქვემდებარებაში გადაცემის თაობაზე სამწუხაროა“, - ნათქვამია ჯოზეფ ბორელის განცხადებაში.

ევროკავშირში აღნიშნეს, რომ აია სოფიას ტაძარს აქვს ძლიერი სიმბოლური, ისტორიული და საკაცობრიო ღირებულება, ხოლო თურქეთი, როგორც ცივილიზებული ალიანსის წევრი, ვალდებულია ხელი შეუწყოს რელიაგიათა და კულტურათა შორის დიალოგს, ტოლერანტულობას და თანაარსებობას.

10 ივლისს თურქეთის სასამართლოს მიერ აია სოფიას, 6 საუკუნის ძეგლისთვის, მუზეუმის სტატუსის გაუქმების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, აია სოფიას კარი მუსლიმი ღვთისმსახურებისთვის გაიღო. სასამართლოს გადაწყვეტილებით უკვე მომზადებული იყო საფუძველი, რომ ტაძარი კვლავ მეჩეთად გადაკეთებულიყო.

ტაძარი - მეჩეთი - მუზეუმი „აია სოფია“
ტაძარი - მეჩეთი - მუზეუმი „აია სოფია“

1934 წელს, ქემალ ათათურქის მმართველობის დროს, აია სოფიას მუზეუმის სტატუსი მიანიჭეს. სასამართლოს 10 ივლისის გადაწყვეტილებით, ათათურქის დროინდელი დადგენილება უკანონოდ გამოცხადდა. ეს შეესაბამებოდა ერდოანს კურსს, რომ მსოფლიო კულტურის საგანძურის ნიმუში, მიუხედავად საერთაშორისო, აშშ-ისა და მართლმადიდებელ ლიდერთა მხრიდან კრიტიკისა, მეჩეთად გადაკეთებულიყო. აია სოფიას 1985 წლის შემდეგ იუნესკო იცავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG