Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფურგალის პრესმდივანი აცხადებს, რომ მას სისხლის სამართლებრივი დევნით ემუქრებიან


ფურგალის მხარდამჭერი აქცია
ფურგალის მხარდამჭერი აქცია

წინასწარ პატიმრობაში მყოფი ხაბაროვსკის გუბერნატორის, სერგეი ფურგალის პრესმდივანმა, ნადეჟდა ტიმოჩენკომ განაცხადა, რომ მას სისხლის სამართლის საქმით დაემუქრნენ მას შემდეგ, რაც ხაბაროვსკის ოლქში დღეს გაიმართა მასობრივი აქციები გუბერნატორის მხარდასაჭერად.

საპროტესტო აქციას ფურგალის ინსტაგრამის არხი პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

ტიმოჩენკო ამბობს, რომ მას დაურეკა „სამართალდამცველ სტრუქტურებთან დაახლოებულმა“ პირმა, რომელიც მას ემუქრებოდა სისხლის სამართლებრივი დევნით.

ხაბაროვსკის გუბერნატორის პრესმდივანი ვარაუდობს, რომ შესაძლოა საუბარი შეეხებოდეს „ექსტრემზმს“.

ხაბაროვსკის ოლქში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს ახლახან დაპატიმრებული თავიანთი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის, მხარდასაჭერად. გავრცელებული ცნობებით, აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „თავისუფლება ფურგალს!“ და აცხადებდნენ, რომ „არ მიიღებენ“ რეგიონის სხვა ხელმძღვანელს.

ხაბაროვსკის მხარის გუბერნატორი და ფსევდოოპოზიციური „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ წევრი, სერგეი ფურგალი, სამართალდამცველებმა 9 ივლისს დააპატიმრეს და მოსკოვში, საგამოძიებო კომიტეტში გადაიყვანეს დასაკითხად.

ფურგალის დაპატიმრების შემდეგ ჩხრეკა ჩატარდა ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის რეგიონული განყოფილების ხუთი წევრის სახლში. საოლქო დუმაში ამ პარტიის ორი წევრი კი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

პარასკევს ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის ბასმანის სასამართლომ 9 სექტემბრამდე შეუფარდა წინასწარი პატიმრობა ხაბაროვსკის ოლქის გუბერნატორს. იგი ეჭვმიტანილია 2000-იანი წლების დასაწყისში მომხდარი გახმაურებული მკვლელობების ორგანიზებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG