Accessibility links

ზაზა გახელაძის საკითხით წითელი ჯვარი და ევროკავშირის მისია დაინტერესდნენ


საოკუპაციო ხაზი

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაჭრილი და გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მისიის წარმომადგენლებმა გახელაძის ოჯახის წევრებისგან გატაცების დეტალებზე არსებული ინფორმაცია მოისმინეს. ამასთან, ოჯახს დაუკავშირდნენ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც.

წითელი ჯვარი, ცხინვალში არსებული ოფისის მეშვეობით, ორშაბათს გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდება.

ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, სხვილოს ციხესთან გუშინ დააკავეს. იგი ფეხშია დაჭრილი და პირველი სამედიცინო დახმარება ახალგორის საავადმყოფოში აღმოუჩინეს, რის შემდეგაც ცხინვალში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

საგარეო უწყება მომხდარ ფაქტს რუსული საოკუპაციო ძალების მორიგ პროვოკაციად აფასებს და კატეგორიულად მოითხოვს ზაზა გახელაძის ქართული მხარისთვის დაუყოვნებლივ გადმოცემას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG