Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს ერთი ადამიანი


ზუგდიდში, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს 38 წლის დავით შენგელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულის პირადი ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები, “მეტადონი” და “ლირიკა” ამოიღეს.

ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დაკავებულის პირადი ავტომანქანა, 6 785 აშშ დოლარი და 500 ევრო.

გამოძიება სს კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

დაკავებული დავით შენგელია არის "ტყის ძმების" მეთაურის, დათო შენგელიას შვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG