Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმება სულ 18-მა აუზმა გაიარა - სია


საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმება სულ 18-მა საცურაო აუზმა გაიარა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროდან მიაწოდეს.

თბილისის მასშტაბით 12-მა დაწესებულებამ გაიარა შემოწმება. ესენი არიან: "ბლექ სი" (გლდანი - შპს ბლექ სი ორი); "ლისი აბანო" (ლისის ტბის მიმდებარედ - შპს ლისის აბანოები); კომპლექსი "ოლიმპიკი" (ჩოლოყაშვილის ქუჩა - შპს მონიო); "ვილა რეზიდენსი" (წავიკისი - შპს ვაით რეზიდენს წავკისი); სასტუმრო "ბილტმორი" (რუსთაველის გამზირი - შპს დაბი გრუპ ჯორჯია); "ნეპტუნი" (ჭავჭავაძის გამზირი - შპს ნეპტუნი); "სპორტმშენსერვისი" (უნივერსიტეტის ქუჩა - შპს სპორტმშენსერვისი); "ვაკის საცურაო აუზი" (ჭავჭავაძის გამზირი - შპს ავტოგრაფი); "თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი" (გორგასლის ქუჩა - შპს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი); შპს ფართი 2019; "ჯინო ფერედაისი" (თბილისის ზღვა - შპს ჯინო პარკი) და "ჭრელი აბანო" (აბანოს ქუჩა - შპს ჭრელი აბანო).

საქართველოს სხვა რეგიონებში სულ 6 აუზი გაიხსნა. იმერეთში - 1 (წყალტუბო - შპს წყალტუბო პლაზა), მცხეთა-მთიანეთში - 2 (შპს გარდენ სითი და შპს პუულ 53) და ქვემო ქართლში - 3 (შპს რუსთავ არენა; შპს აქვა მარნეული და შპს თოლია).

ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოში აუზების გახსნა ნებადართულია. კომპანია ვალდებულია დაიცვას კოვიდუსაფრთხოების წესები. ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის მიხედვით, ადმინისტრაციამ კომპლექსში ყოველ 6 კვადრატულ მეტრზე მხოლოდ ერთი ადამიანი უნდა დაუშვას, წყალი პერიოდულად შეცვალოს, გაკონტროლდეს სადეზინფექციო საშუალებების კონცენტრაცია, ჩატარდეს ლაბორატორიული კვლევები, შეზლონგებს შორის უნდა იყოს 2-მეტრიანი დისტანცია და ა.შ.

დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საცურაო კომპლექსი 10 ათასი ლარით დაჯარიმდება.

XS
SM
MD
LG