Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეჯვრისხევში მოითხოვენ საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლებას


გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი მეჯვრისხევი
გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი მეჯვრისხევი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრებლები, კერძოდ, ხვიჩა მღებრიშვილის ნათესავები და მეზობლები აქციას მართავენ სოფლის ცენტრში. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ისინი მოითხოვენ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 3 ივლისს გატაცებული თანასოფლელის გათავისუფლებას.

აქციის მონაწილეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, როგორც დე ფაქტო, ასევე საქართველოს ხელისუფლების მიმართ, იმის გამო, რომ ვიჩა მღებრიშვილის შესახებ ინფორმაციას მათ არავინ აწვდის.

როგორც ცნობილია, ხვიჩა მღებრიშვილი სოფელ აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს, ცხინვალში გადაიყვანეს და საკარანტინო ზონაში მოათავსეს, COVID – 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით. საკარანტინო ზონაში მისი ყოფნის ვადა იწურება 17 ივლისს. აქციის მონაწილეები დაუყოვნებლივ მოითხოვენ მის გათავისუფლებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG