Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი გახელაძის გატაცებაზე: უნდა გავააქტიუროთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელთა მიერ დაკავებული და დაჭრილი ზაზა გახელაძის საქმეზე ხელისუფლებამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უნდა გააქტიუროს:

„საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ ერთი რამე უნდა მოიმოქმედოს. ეს არის ის, რომ ევროკავშირის სადამკვირებლო მისია გავააქტიუროთ და ის, რასაც ვითხოვ რამდენი ხანია, ვიმუშაოთ, რომ მისი სამოქმედო არეალი გაიზარდოს. ეს არის ის, რაც არის დღეს ჩვენს შესაძლებლობებში და აუცილებელია, რომ ყველა კუთხით ვიმოქმედოთ ამ მიმართულებით”, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში, სადაც იგი ვლაქერნობის დღესასწაულში იღებს მონაწილეობას.

ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, სხვილოს ციხესთან 11 ივლისს დააკავეს. იგი ფეხშია დაჭრილი და პირველი სამედიცინო დახმარება ახალგორის საავადმყოფოში აღმოუჩინეს, რის შემდეგაც ცხინვალში გადაიყვანეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტს რუსული საოკუპაციო ძალების მორიგ პროვოკაციად აფასებს და კატეგორიულად მოითხოვს ზაზა გახელაძის ქართული მხარისთვის დაუყოვნებლივ გადმოცემას.

მომხდარს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და ღრმა შეშფოთება გამოთქვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG