Accessibility links

ბათუმის მერი გადადგომის შემდეგ: სხვა გადაწყვეტილება დამაზიანებელი იქნებოდა ქალაქისთვის


ბათუმის გადამდგარი მერი, ლაშა კომახიძე მადლობას უხდის მოქალაქეებს, პარტიის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. გადადგომის შემდეგ მან პირველი ბრიფინგი გამართა და მედიასაშუალებებს შეხვდა.

"მე გავითვალისწინე გუნდური შეხედულება ამის შესახებ. ჩემი მხრიდან სხვა გადაწყვეტილება დამაზიანებელი იქნებოდა ქალაქისთვის, მოქალაქეებისთვის და იმ მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, რომელიც ახლა მიმდინარეობს", - თქვა კომახიძემ.

მისი თქმით, ის არ იბრძვის სკამისთვის. თუმცა, როგორც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, ის გადადგომის გადაწყვეტილების მიღებისთვის მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში ადგილის მოითხოვდა. მან აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები არ დასრულებულა.

კომახიძესთან ერთად თანამდებობა დატოვა ვიცე-მერმა ჯაბა ტუღუშმაც. მისი შემცვლელი კომახიძემ გადაყენებამდე დანიშნა. როგორც თქვა, ამ შემთხევაშიც გაითვალისწინა გუნდის შეხედულება.

"ეს არის ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა. ადამიანი, რომელიც მზად არიან ეს პასუხისმგებლობა, უნდა მიეცეთ შესაძლებლობა", - თქვა არჩილ ჩიქოვანის ვიცე-მერის თანამდებობაზე დანიშვნაზე გადაყენებულმა მერმა.

კომახიძის შესაძლო გადადგომაზე ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. მაშინ პრესსამსახურში თქვეს, რომ კობახიძე თავად ისაუბრებდა ამის შესახებ. თუმცა მაშინ შვებულებაში გასვლის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

კომახიძე მეექვსე მერი, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გადადგა. 9 მარტს გადადგა კასპის მუნიციპალიტეტის არჩეული მერი მანუჩარ მერებაშვილი, 1 აპრილს - თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, 5 აპრილს - ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, 8 აპრილს კი დაკავებული პოსტი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ დატოვა. 13 ივლისს უკვე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის არჩეულმა მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ თანამდებობა დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG