Accessibility links

„ედისონ რისერჩის“ გამოკვლევის შედეგები გამოქვეყნდა: „ქართული ოცნება“ – 39%


საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით ოთხი თვით ადრე საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგებს აქვეყნებს ტელეკომპანია „ფორმულა“. ტელეარხმა ის ამერიკულ კომპანიას „ედისონ რისერჩს“ დაუკვეთა.

მოქალაქეებმა ასე უპასუხეს გამოკვლევის პოლიტიკურ ნაწილში დასმულ შეკითხვას, დღეს, რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?

  • „ქართული ოცნება“ – 39%
  • გადაუწყვეტელი - 20%
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 16%;
  • „ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკი - 5%
  • „ლეიბორისტული პარტია“ – 3%;
  • „ლელო“ – 3%;
  • „ახალი საქართველო“ (გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი) – 3%
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 3%;
  • „გირჩი“ – 2%;
  • ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“ 2%;
  • ნინო ბურჯანაძის „ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობა“ – 1%
  • ირაკლი ოქრუაშვილის „გამარჯვებული საქართველო“ – 1%;
  • ეკა ბესელიას „სამართლიანობისთვის“ – 1%;
  • კახა კუკავას „თავისუფალი საქართველო“ – 1%;

გამოკვლევა 23 ივნისიდან 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2 101 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.1%-ია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG