Accessibility links

გამოკვლევის მიხედვით, პოზიტიური დამოკიდებულებით ქართული ოცნებაში ლიდერობს გიორგი გახარია


საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართ დადებითი დამოკიდებულება, „ედისონ რისერჩის“ გამოკვლევის თანახმად, აღემატება „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების მონაცემებს.

  • გიორგი გახარია - 65% პოზიტიური; 35% ნეგატიური;
  • კახა კალაძე - 55% პოზიტიური; 45% ნეგატიური;
  • ბიძინა ივანიშვილი - 48% პოზიტიური; 52% ნეგატიური;
  • ირაკლი ღარიბაშვილი - 45% პოზიტიური; 55% ნეგატიური;
  • არჩილ თალაკვაძე - 37% პოზიტიური; 63% ნეგატიური;
  • ირაკლი კობახიძე - 33% პოზიტიური; 67% ნეგატიური.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულის" დაკვეთით ამერიკულმა კომპანიამ „ედისონ რისერჩმა“ ჩაატარა.

კვლევა 23 ივნისი - 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2000 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.1%-ია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG