Accessibility links

რუსეთის არმიაში დაიწყო ბრძოლისუნარიანობის მოულოდნელი შემოწმება


რუსეთის შეიარაღებული ძალებში, ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დავალებით, დაიწყო არმიისა და ფლოტის ბრძოლისუნარიანობის მოულოდნელი შემოწმება.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, შემოწმებას დაექვემდებარება რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქების, ასევე წყნარი ოკეანის ფლოტისა და საჰაერო-სადესანტო ძალების პირადი შემადგენლობა.

საბრძოლო მზადყოფნის დემონსტრირებისათვის ჩატარდება 56 ტაქტიკური დონის სწავლება, რომელშიც საერთო ჯამში 150 000 სამხედრო მოსამსახურე, 26 000-მდე სამხედრო ტექნიკა, 414 საფრენი აპარატი და 106 საზღვაო ხომალდი მიიღებს მონაწილეობას.

მოულოდნელმა შემოწმებამ უნდა შეაფასოს არმიის შესაძლებლობა, უზრუნველყოს უსაფრთხოების დაცვა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში, სადაც, რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, შენარჩუნებულია „ტერორისტული ხასიათის სერიოზული საფრთხე“.

პარალელურად დაიწყება მზადება დიდი მანევრისათვის „კავკასია-2020“, რომელიც სექტემბერშია დაგეგმილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG