Accessibility links

დავით ზალკალიანი ტელეფონით ელაპარაკა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს


აზერბაიჯანის ახლად დანიშნულ საგარეო საქმეთა​ მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს ტელეფონით ელაპარაკა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანმა.

სამინისტროს ცნობით, ზალკალიანი დაინტერესდა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მიმდინარე ესკალაციით და კოლეგისგან მოისმინა ინფორმაცია შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოთქვა წუხილი ვითარების ესკალაციის გამო და აღნიშნა, რომ „კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას ალტერნატივა არ გააჩნია". მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო მექანიზმების, კერძოდ, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის აქტიური ჩართულობით შესაძლებელი იქნება სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში დაბრუნება და სიტუაციის განმუხტვა.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრისპირა არეალში სამხედრო დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო. მხარეები შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG