Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკომ „რესპუბლიკურ პარტიას“ არჩევნებზე დარეგისტრირებაზე უარი უთხრა


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) „საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას” უარი უთხრა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაციაზე და ამის მიზეზად ცესკოში განცხადების ვადის დარღვევით შეტანა დაასახელა.

განკარგულებას ხელს აწერს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 197-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე.

„საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ“ კი განცხადება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვადაგადაცილებით შეიტანა, რაც „წარმოადგენს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს“, - წერია განკარგულებაში.

როგორც "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მათ ვადები არ დაურღვევიათ, განცხადება ცესკოში 14 ივლისს, ფოსტით გაგზავნეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მაინც ეს გადაწყვეტილება მიიღო.

„რესპუბლიკურ პარტიას“, კანონით, ჰქონდა უფლება განკარგულების თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრებისა მიღებიდან 2 დღეში, რაც გააკეთა კიდეც. სხდომა საქალაქო სასამართლოში 20 ივლისს არის დანიშნული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG