Accessibility links

ევროკავშირის ლიდერები კვლავ შეიკრიბნენ ფინანსური დახმარების თაობაზე კონსენსუსის მისაღწევად


ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ ბრიუსელში, რათა დახურულს კარს მიღმა შეეცადონ შეთანხმების მიღწევას ორდღიანი წარუმატებელი მოლაპარაკების შემდეგ, რომლის საგანსაც წარმოადგენს ბლოკის ბიუჯეტისა და კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკების დახმარების ფონდის გარშემო გადაწყვეტილების მიღება.

17 ივლისს დაწყებული ევროკავშირის სამიტი თავდაპირველად ორი დღით იყო დაგეგმილი, მაგრამ უთანხმოების გამო იგი ორი დღით გაგრძელდა.

იუწყებიან სერიოზული ვნებათაღლევის შესახებ მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უსაყვედურა ჰოლანდიელ და ავსტრიელ ლიდერებს და დაიმუქრა, რომ დატოვებდა სამიტს.

20 ივლისის მოლაპარაკებაზე მისულმა მაკრონმა განაცხადა, რომ „არსებობს შესაძლო კომპრომისის იმედი“, მაგრამ თავად იგი მაინც სიფრთხილით ეკიდება მასზე საუბარს, ვიდრე შეთანხმება არ არის მიღწეული.

ევროკავშირის მარათონული სამიტის განსახილველი მთავარი საკითხია 750 მილიარდი ევროს (860 მილიარდი დოლარის) დახმარების პაკეტში გათვალისწინებული სესხებისა და გრანტების განაწილების წესი, რომელიც უნდა დაეხმაროს ევროპას კორონავირუსით გამოწვეული რეცესიის დაძლევაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG