Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შავ ზღვაზე დაიწყო ნატოს მრავალეროვნული წვრთნა "Sea Breeze 2020”


შავ ზღავაში 20 ივლისს სტარტი აიღო ნატოს საერთაშორისო საზღვაო სწავლებამ „Sea Breeze- 2020“-მა, რომელსაც უკრაინა მასპინძლობს.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო, სწვალების სცენარი წელს შეცვლილია.

კერძოდ, სამხედრო სარდლობამ უარი თქვა სახმელეთო კომპონენტზე და ერთი კვირის განმავლობაში მხოლოდ ავიაციას და გემებს მოუწევთ საერთაშორისო საზღვაო ოპერაციის ჩატარება შავი ზღვის ერთ-ერთ კრიზისულ რაიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

სწავლებაში მონაწილეობას ღებულობს ნატოს ექვსი და ორი დაწინაურებული პარტნიორი ქვეყნის, უკრაინისა და საქართველოს, 2000-მდე ჯარისკაცი, 27 გემი და 19 სამხედრო თვითმფრინავი.

სხვადასხვა მცურავ საშუალებას შორის „Breeze 2020“-ში მონაწილეობს ასევე აშშ-ის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი USS Porter-ი.

აშშ-ის მეექვსე ფლოტის ამ ფლაგმანის ეკიპაჟმა უკვე გამართა სწავლება შავი ზღვის ქვეყნებში, კერძოდ ბულგარელ, ქართველ, რუმინელ და თურქ სამხედროებთან ერთად.

აშშ-ის მე-6 ფლოტის სარდალმა, იუჯინ ბლეკმა სწავლების გახსნის წინ ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა, რომ „შავი ზღვა - ეს არის სასიცოცოხლოდ მნიშნელოვან საზღვაო გზა. ის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვაჭრობისა და ევროპის სტაბილურობისთვის.“

რუსეთში კი აცხადებენ, რომ ნატოს აქტიურობა შავი ზღვის ნაპირებზე და სწავლება Sea Breeze-2020 კი არ აძლიერებს, არამედ ასუსტებს რეგიონულ უსაფრთხოებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG