Accessibility links

გიორგი უშიკიშვილსა და ასპინძის ვიცე-მერს შორის კონფლიქტი ამოიწურა


ინციდენტი თუ გაუგებრობა ასპინძაში - ფოლკლორული ანსამბლ „წუნდას" ჩასაწერად სამცხე-ჯავახეთში ჩასულ გიორგი უშიკიშვილს ჯერ შეუთანხმდნენ, მოგვიანებით კი წევრთა არასაკმარისი რაოდენობისა და მოუმზადებლობის გამო უარი უთხრეს. უშიკიშვილი ფიქრობს, რომ ანსამბლის წევრთა გადაწყვეტილებაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ იმოქმედა და „საბოლოო ჯამში გაუშვეს სახლში შეკრებილი ხალხი“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან გიორგი უშიკიშვილი.

„მე ვთხოვე ვიცე-მერს, პირადად გაგვეცნო ერთმანეთი, რაზეც მან გვითხრა, რომ ჩვენთვის არ ეცალა და გაცნობაზეც უარი თქვა. გვეკითხებოდა, რომ ჩამოვედით რეგიონში ვისთან ვიყავით შეთანხმებული და ვინ იყო საქმის კურსში. მოგვიანებით კი მოიმიზეზა, რომ პანდემიის გამო, თვეებია მომღერლები არ შეკრებილან და ამის გამო ვერ მღერიან კარგად და ა.შ. საბოლოოდ ჩავწერეთ და ძალიან კარგიც გამოვიდა. ეს კი საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციისა და პრესის ჩართულობის შედეგად მოხდა. ვფიქრობ, რომ მათ ამის გამო შეცვალეს დამოკიდებულება და ჩვენ ჩავწერეთ კარგად შესრულებული სიმღერა ხერთვისში“, - გვითხრა გიორგი უშიკიშვილმა.

32 წლის წინ შექმნილ ანსამბლ „წუნდას“ ძირითადი რეპერტუარი მესხური სიმღერებისაგან შედგება. მათი საშემსრულებლო სტილი ზუსტად ისეთია, როგორც მღეროდნენ საუკუნეების წინ. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რისთვისაც მათი ჩაწერა გადაწყვიტა გიორგი უშიკიშვილმა გადაცემა „ჩვენებური ევროპა“-ში. გადაცემა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დაფინანსებით ტელეკომპანია „მთავარზე“ გადის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG