Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახელაძეების ოჯახს ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ


სოფელ ქვემო ჭალაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლია გიგაური, შიდა ქართლის გუბერნატორთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა საოკუპაციო ძალების მიერ დაჭრილი და გატაცებული გახელაძის ოჯახის წევრებს ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაცია გაუზიარეს და შეატყობინეს, რომ 30 ივლისს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, სადაც მთავარი საკითხი, საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავება იქნება.

3 ივლისს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები ხვიჩა მღებრიშვილი ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით წითელ წიგნში შეტანილი სახეობების მოპოვების ბრალდება დაუმატეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ხვიჩა მღებრიშვილმა, დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებული ვიდეომასალის მიხედვით, აღიარა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად იყო გადასული და ამაში 5-დან 10 ათას დოლარამდე ჰპირდებოდნენ. 11 ივლისს კი ზაზა გახელაძე სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯერ დაჭრეს და შემდეგ დააკავეს. გახელაძე ამჟამად ცხინვალის საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში იმყოფება, მას ბრალად სამხედრო მოსამსახურეზე შეიარაღებულ თავდასხმას და მისი სიცოცხლის ხელყოფას უყენებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG