Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლომჯარია დეგნანს ელაპარაკა ამომრჩევლის მოსყიდვისა და ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევებზე


საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. მათ სახალხო დამცველის აპარატის მუშაობასა და საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

„შეხვედრაზე მადლობა გადავუხადე ამერიკის ელჩს მისი პოზიტიური წვლილისთვის საქართველოში, მათ შორის, პოლიტიკური პროცესების სტაბილიზაციის, ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერის თვალსაზრისით. ვისაუბრეთ ადამიანთა უფლებების პრობლემაზე, საარჩევნო გარემოზე, სასამართლო სისტემაზე და განსაკუთრებით ელჩი დაინტერესდა იმით, თუ აწყდება რაიმე ბარიერებს სახალხო დამცველის აპარატი საქმიანობის დროს. ელჩმა გამოხატა მხარდაჭერა სახალხო დამცველის ოფისისადმი და განსაკუთრებული ინტერესი ადამიანის უფლებების დაცვის მხარდაჭერის“, - თქვა ლომჯარიამ შეხვედრის შემდეგ.

როგორც ომბუდსმენი ამბობს, ელჩს აინტერესებდა, რა იქნებოდა სახალხო დამცველის როლი წინასაარჩევნო პერიოდში და როგორი მოლოდინი აქვს ამ თვალსაზრისით.

„ჩვენ ვისაუბრეთ წარსულ გამოცდილებაზე, იმაზე, რომ ყველაზე პრობლემატური წინა საარჩევნო გარემოს დროს იყო ზეწოლა ამომრჩეველზე, ვისაუბრე იმაზე, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები საუბრობენ დაშინების და ზეწოლის ფაქტებზე, ასევე იდენტიფიცრებული გვაქვს არაერთი მოსყიდვის შემთხვევა და ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას საარჩევნო პერიოდში“, - აღნიშნა ლომჯარიამ.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG