Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ავტობუსის მგზავრების მძევლად აყვანის ინციდენტი მშვიდობიანად დასრულდა, მსხვერპლი არ არის, ტერორისტი დაკავებულია


უკრაინის სამართალდამცავებმა 21 ივლისს დააკავეს ტერორისტი, რომელსაც 13 ადამიანი ჰყავდა მძევლად აყვანილი ავტობუსში ჩრდილო-დასავლეთის ქალაქ ლუცკში.

მსხვერპლი არ არის.

ტანკი სპეცნაზელებით მივიდა ავტობუსთან მაშინვე, როცა აფეთქებას მოჰყვა ძლიერი ნათება, ჩანს ვიდეოფირზე, რომელიც თვითმხილველმა გაავრცელა.

44 წლის მაკსიმ კრივოში, ლუცკის მცხოვრები, დამნაშავეობრივი წარსულით, რომელმაც ადრე ფსიქიატრიული მკურნალობა ჩაიტარა, დააპატიმრეს. მან პოლიციასთან სატელეფონო საუბრისას თავი წარადგინა, როგორც მაკსიმ პლოხოი, რაც რუსულად „ცუდს“ ნიშანავს.

კრივოშმა ამ საუბრისის დროს გალანძღა „სისტემა“ და უკრაინის ოლიგარქები და ოფიციალურ პირები „ტერორისტებად“ მოიხსენია. მან მოითხოვა ხალხს ენახა დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით, „დედამიწის მცხოვრებნი“, სადაც ფერმებსა და კვლევით ლაბორატორიებში ცხოველების ტანჯვაა ნაჩვენები.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს მცირე ფილმი ინტერნეტით გაავრცელა და ხალხს ურჩია, ენახათ ის.

უკრაინის პროეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ ფეისბუკით დაწერა, რომ პრეზიდენტმა დაიყოლია ბოროტმოქმედი ჯერ სამი მძევალი გამოეშვა, შემდეგ სხვები და გამოსულიყო.

მანამდე ზელენსკიმ შეასრულა მისი მოთხოვნები და ჩაწერა ვიდეო, როგორც კრივოშმა ითხოვა.

პოლიციის თანახმად, კრივოში ინციდენტის შესახებ ახალ ამბებს თავისი მობილურით ადევნებდა თვალს. ვოლინის ოლქის პოლიციის სამმართველოს უფროსის, იური კროშკოს სიტყვებით, კრივოშმა პოლიციას ასევე უთხრა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟა ქალაქის სხვა არეალში და მათი აფეთქება დისტანციურად შეუძლია. ის ცეცხლსასროლი იარაღითა და ასაფეთქებელი მოწყობილობით იყო შეიარაღებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG