Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოვიდ-19-ის პანდემია აშშ-ში რთულდება - ტრამპი მოსახლეობას აფრთხილებს


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ბრიფინგზე თეთრ სახლში, 21 ივლისი, 2020 წელი
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ბრიფინგზე თეთრ სახლში, 21 ივლისი, 2020 წელი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ პანდემია აშშ-ში რთულდება, სანამ მდგომარეობა გაუმჯობესდებოდეს. ეს იყო თეთრ სახლში აპრილის შემდეგ ტრამპის პირველი გამოსვლა, როცა მან სერიოზულად ილაპარაკა პანდემიის გარშემო.

ტრამპმა 21 ივლისს თქვა, რომ არის წინსვლა ვაქცინის და მკურნალობის სფეროებში და გამოაცხადა, რომ აშშ-ის ზოგიერთი შტატი „ძალიან კარგად არის“. მან ამერიკელებს პირბადეების ტარებისკენ მოუწოდა, რაც შემობრუნებას წარმოადგენს, რადგან ის თვითონ თვეების განმავლობაში უარს ამბობდა ნიღბის ტარებაზე. ახლა ტრამპმა განაცხადა, რომ პირბადეს „აქვს ზემოქმედება“. ტრამპის ბრიფინგი ჩატარდა მაშინ, როცა აშშ-ში კოვიდ-19-ის ინფექციამ ერთ დღეში ათასი ადამიანი იმსხვერპლა.

ასეთივე ვითარებაა სხვა ქვეყნებში, სადაც ვირუსის აფეთქებები მოხდა და ცდილობენ, შეაჩერონ მისი გავრცელება. ავსტრალიაში, მელბურნის მცხოვრებლები 22 ივლისიდან ვალდებული არიან, კვლავ ნიღბები ატარონ, მექსიკაში 24 ათასი ადამიანი დაიღუპა, ბრაზილიაში ბოლო 24 საათში აღირიცხა 41 ათასი დადასტურებული შემთხვევა და 1400 დაღუპული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG