Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიკ პომპეო: აშშ-ს სურს გლობალური კოალიციის შექმნა ჩინეთის წინააღმდეგ


მიაკ პომპეო
მიაკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, აცხადებს, რომ ვაშინგტონი ესწრაფვის საერთაშორისო კოალიციის შექმნას, რომელიც წინ უნდა აღუდგეს ჩინეთის გავლენას.

მაიკ პომპეო, რომელიც ამ კვირაში ევროპის ქვეყნების დედაქალაქებს სტუმრობს, ჩინეთს ადანაშაულებს კორონავირუსის პანდემიის საკუთარი ინტერესებისათვის გამოყენებაში.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა ლონდონში პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან და საგარეო უწყების ხელმძღვანელ, დომენიკ რააბთან გამართული „გულწრფელი“ მოლაპარაკების შემდეგ.

ამ შეხვედრების ფონია მზარდი მწვავე დაპირისპირება ჩინეთსა და დასავლეთს შორის, რაც განპირობებულია ეპიდემიის აფეთქების დროს პეკინის მიერ გამოვლენილი არატრანსპარენტულობით, ადამიანის უფლებების განგრძობადი ხელყოფითა და დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული კიბერშეტევებით.

მაიკ პომპეომ მოუწოდა ყველა ქვეყანას, რომლისთვისაც ძვირფასია „თავისუფლება და დემოკრატია“, თვალი გაუსწორონ ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეს.

აშშ თავის მოკავშირეებს სთხოვს, ჰუავეის 5G ტექნოლოგიის გამოყენების აკრძალვას და აცხადებს, რომ ჩინეთის მთავრობამ შეიძლება ის დასავლეთის ქვეყნების სათვალთვალოდ გამოიყენოს.

კომპანი ჰუავეი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ამ მოქმედების უკან აშშ-ის პროტექციონიზმი დგას.

აშშ, ბრიტანეთი და დასავლეთის სხვა ქვეყნები შეშფოთებული არიან უშიშროების სფეროში ახალი კანონით, რომელიც ჩინეთმა დაუწესა ჰონგ-კონგს, და აცხადებენ, რომ ის არღვევს 1997 წლის შეთანხმებას, რომლის პრინციპი უნდა ყოფილიყო "ერთი ქვეყანა, ორი სისტემა"

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG