Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევაა


გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1085-მდე გაიზარდა.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-სა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ფეისბუკზე გამოქვეყნებული განახლებული მონაცემებით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 4 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 911.

23 ივლისის დილის მონაცემებით, კოვიდ-ცენტრებში მკურნალობენ 158 პაციენტს.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 16 ადამიანი.

23 ივლისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 5724 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 247.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. მათგან 38 ავღანეთში ნატოს სამშვიდობო მისიაში მონაწილე სამხედროა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG