Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევიდან 2 გაჩიანის კლასტერს განეკუთვნება


კოვიდინფიცირების 12 ახალი შემთხვევიდან გაჩიანის დასახლების კლასტერში 2 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ უთხრა ჟურნალისტებს. მისი ინფორმაციით, დანარჩენი 5 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტებია, 2 იმპორტირებულია, 3-ის წყაროს მოძიება კი ამ დრომდე გრძელდება.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, გაჩიანის დასახლების სამ სოფელში -ყარაჯალარში, ყარათაკლიასა და აღთაკლიაში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება 21 ივლისს დაიწყო. 23 ივლისის დილის მონაცემებით, გაჩიანის დასახლებაში ბოლო დღეების განმავლობაში სულ კორონავირუსით ინფიცირების 36 შემთხვევაა დადასტურებული.

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1085-მდე გაიზარდა. კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 4 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 911. გარდაცვლილია -16.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG