Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში COVID 19-ით ინფიცირებული ქალის კონტაქტებს იკვლევენ


ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული კოვიდსტატუსით მოთავსებული 61 წლის ქალის კონტაქტების მოძიება ახლა მიმდინარეობს. ქალმა, რომელიც ადგილობრივ ბაზრობაზეა დასაქმებული, კლინიკას თავად მიმართა მომატებული ტემპერატურის გამო.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის თქმით, პაციენტი ირწმუნება, რომ ის ტემპერატურის დაფიქსირების შემდეგ სახლში იმყოფებოდა. კლინიკაში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის ეპიდემიოლოგები პაციენტის კონტაქტებს იკვლევენ.

"ბოლო 3-4 დღეა, პაციენტს ტემპერატურა აღენიშნება, აქვს ყელის ტკივილი. ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ამ ქალბატონს ოჯახის წევრებთან ჰქონდა კონტაქტი. განვითარებულია მარჯვნივი პნევმონია და შეიძლება საშუალო სიმძიმის პაციენტად ჩავთვალოთ. პაციენტი კლინიკაში თვითდინებით შემოვიდა,”-განაცხადა კლინიკის მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ.

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი მკურნალობს

XS
SM
MD
LG