Accessibility links

პანდემიამ ეკლესიის რეიტინგზეც იმოქმედა


პანდემიის პერიოდზე დაკვირვება აჩვენებს, რომ 50-დან 66 ქულამდე გაიზარდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რეიტინგი, თუმცა ეს არ არის ისეთი მატება, რომელიც სხვა ინსტიტუციებთან მიმართებაში შეინიშნება. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

წინა წელთან შედარებით დაახლოებით 91 პროცენტით შემცირდა სააღდგომო წირვაზე დასწრების მაჩვენებელი. ასევე მართლმადიდებელი ქრისტიანების მნიშვნელოვანი ნაწილი (43%) არ ეთანხმებოდა საერთო კოვზის გამოყენების პრაქტიკას ზიარების დროს.

Covid 19-ის შესახებ საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) ჩაატარა. კვლევა ექვსი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და 6 000-მდე ადამიანი გამოიკითხა. ცთომილების ოდენობა დაახლოებით 3.0%-ა.

ასევე ნახეთ:

პანდემიის შედეგად მთავრობისა და სხვა ინსტიტუციების რეიტინგი მნიშვნელოვნად გაიზარდა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG