Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცერცვაძე: აქ იყო ძალიან ცუდი სიტუაცია იმისთვის, რომ დაგვედო უკეთესი შედეგები, ვიდრე დავდეთ


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი გამოყოფილი 40 მლნ ლარით აშენდება თუ უკვე აშენებული შენობა მოიძებნება მათი საავადმყოფოსთვის. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

"აქ იყო ძალიან ცუდი სიტუაცია იმისთვის, რომ დაგვედო უკეთესი შედეგები, ვიდრე დავდეთ", - თქვა მან.

მისივე განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო დაქვემდებარებაში იყოს კლინიკა, რომელიც მოემსახურება განსაკუთრებით მძიმე დაავადებებს. ცერცვაძემ განაცხადა, რომ აუცილებელია ახალ შენობაში იყოს ბოქსირებული განყოფილებები, რომლის მნიშვნელობაც კორონავირუსთან ბრძოლის დროს დადასტურდა.

დღეს, 23 ივლისს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობისთვის 40 მლნ ლარი გამოიყოფა. შენობაში, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი იყო, ძლიერი წვიმის დროს წყალი ჩადიოდა. ცერცვაძე ამბობს, რომ ყოველწლიურად სახელმწიფო ამ შენობაში ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის ქირას იხდიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG