Accessibility links

სოფელი ყარაჯალარი კარანტინში მოექცა


მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, კარანტინით გათვალისწინებული შეზღუდვები ამოქმედდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

შსს-ს ინფორმაციით, საკარანტინო შეზღუდვების 24-საათიანი კონტროლისთვის სოფლის შესასვლელსა და გასასვლელში მოეწყო სპეციალური პუნქტები.

შსს-ს ცნობითვე, სამართალდამცავების მობილური ჯგუფები აკონტროლებენ სოფელთან მისასვლელ მეორეხარისხოვან გზებსაც. მუდმივი მონიტორინგისთვის იყენებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონებს.

ბოლო დღეებში ყარაჯალარში კორონავირუსის 20-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. რამდენიმე დღეა, სოფელში გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებდნენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ტესტირებაზე უარს ამბობს და თუ ეს ვითარება არ შეიცვლებოდა, კარანტინის გამოცხადების გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG