Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოვიდინფიცირებულ 2 სამედიცინო პერსონალს შორის 1 ინგოროყვას კლინიკის ექიმია


კორონავირუსით ინფიცირებული 2 სამედიცინო პერსონალიდან, რომელთაც დაავადება გასული 24 საათის განმავლობაში დაუდასტურდათ, ერთი ინგოროყვას კლინიკის ექიმია. როგორც ინგოროყვას კლინიკაში, მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, აღნიშნული ექიმის ცვლაში მომუშავე სამედიცინო პერსონალი სრულადაა გადაყვანილი კარანტინის რეჟიმში.

„ეპიდემიოლოგიური რუკის მიხედვით გამოვლენილი იქნა ყველა საეჭვო კონტაქტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის შესაბამისად ჩატარებულია ტესტირება კოვიდინფექციაზე.

ჩატარებულია დეზინფექცია რეკომენდაციების მიხედვით და შესაბამისი დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალი სრულად დაკომპლექტდა განახლებული სპეციალისტებით”, - განმარტების თანახმად, ინგოროყვას კლინიკა მუშაობას შეუფერხებლად აგრძელებს.

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში 13-ით გაიზარდა ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა და 1117-ს შეადგინა. გამოჯანმრთელებულია 917, გარდაცვლილია 16 ინფიცირებული. არსებული ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი, დაახლოებით 14 პროცენტის ფარგლებშია.

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, 24 ივლისის დილიდან კარანტინით გათვალისწინებული შეზღუდვები ამოქმედდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში, სადაც, გაჩიანის დასახლების სხვა სოფლებთან ერთად, მოსახლეობის მასობრივი ტესტირება 21 ივლისს დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG