Accessibility links

გიორგი ვაშაძე და თაკო ჩარკვიანი ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნიან


"ახალი საქართველოს" ლიდერი, გიორგი ვაშაძე და "კანონი და სამართალის" დამფუძნებელი, თაკო ჩარკვიანი ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნიან. პლატფორმას "სტრატეგია აღმაშენებელი" ერქმევა, ამაზე მათ თავად ისაუბრეს ბრიფინგზე.

"ჩვენი მიზანია, დავამარცხოთ უმუშევრობა, სიღარიბე, გავუმართოთ ხელი პენსიონრებს, დავაბრუნოთ ემიგრანტები საქართველოში... ჩვენ წარვადგენთ ჩვენ საარჩევნო პროგრამას და იმ ახალი თაობის პროფესიონალებს, რომლებიც ჩვენს გუნდს შემოუერთდებიან. შესაბამისად, არჩევანი ძალიან მარტივია, აღმშენებლობა თუ დამსხვრეული ოცნების პარტია", - თქვა ვაშაძემ.

მანვე წარადგინა პარტიის ახალი ლოგო:

"თეთრი ფერი არის სისუფთავის, სიწმინდის, პატიოსნების სიმბოლო; წითელი ფერი არია ბრძოლის სიმბოლო, ქართული ეროვნული ფერი; ჯვრები არის ისტორიულად საქართველოს სიმბოლო და ქრისტიანული საზოგადოების სიმბოლო; სტრატეგია არის ის, რაც სჭირდება ქვეყანას; აღმშენებლობა კი არის იდეა, რომელიც დაამარცხებს დამსხვრეული ოცნებების პარტიას, რომელმაც, სამწუხაროდ, წაგვართვა მომავალი".

გიორგი ვაშაძისა და თაკო ჩარკვიანის პარტიები ამ დრომდე ოპოზიციური პლატფორმის "ძალა ერთობაშიას" წევრები იყვნენ. ვაშაძემ თქვა, რომ მათი გადაწყვეტილების შესახებ პარტნიორებმა იციან. მანვე აღნიშნა, ეს საჭიროა იმისთვის, რომ ხალხს ჰქონდეთ მრაველფეროვანი არჩევანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG