Accessibility links

საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას კონკრეტული პირობებით შეძლებენ


სარფი, საქართველო-თურქეთის საზღვარი

საქართველოდან თურქეთში სამუშაოდ წასვლა ისევ შესაძლებელი ხდება, თუმცა, კონკრეტული პირობების დაცვით. გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

„საქართველოს მოქალაქეები და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აჭარის მაცხოვრებლები თურქეთის რესპუბლიკიდან დამსაქმებლისგან გაცემული სამთვიანი ოფიციალური მოწვევების საფუძველზე შეძლებენ სამუშაოდ წასვლას“, - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ამასთან, თურქეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარებიან.

ბოლო ხანს აჭარაში გაიმართა არაერთი საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები თურქეთში სამუშაოდ წასასვლელად, საქართველოს მთავრობისგან მოითხოვდნენ კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილი საზღვრის გახსნას.

საქართველოს მოქალაქეები თურქეთში ძირითადად, დასაქმებულები არიან მომსახურების და სოფლის მეურნეობის სფეროებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG