Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI: გამოკითხულთა მხოლოდ 10% ფიქრობს, რომ კორონავირუსის გავრცელება 5G-ს უკავშირდება


საქართველოში გამოკითხული ყოველი მე-10 მოქალაქე ფიქრობს, რომ კორონავირუსის გავრცელება ინტერნეტტექნოლოგიების გადამცემ სისტემას - 5G-ს უკავშირდება. ეს შედეგი აჩვენა "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევამ, რომელიც დღეს, 28 ივლისს გასაჯაროვდა.

ამ კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 45 პროცენტი არ ეთანხმება 5G-სა და კორონავირუსის გავრცელებაზე კავშირის შესახებ გავრცელებულ მოსაზრებას, 16 პროცენტს არ სმენია ამ ტექნოლოგიის შესახებ, 30 პროცენტი კი პასუხობს, რომ "არ იცის".

კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1 550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG