Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში დააკავეს სერგეი უდალცოვი, „მემარცხენე ფრონტის“ კოორდინატორი


სერგეი უდალცოვი
სერგეი უდალცოვი

27 ივლისს მოსკოვში დააკავეს „მემარცხენე ფრონტის“ კოორდინატორი, სერგეი უდალცოვი, რომელიც პოლიციელებმა თავის საცხოვრებელ სახლთან ახლოს მანქანაში ჩასვეს და ახსნა-განმარტების გარეშე მიიყვანეს ერთ-ერთი რაიონის პოლიციის ქვეგანყოფილებაში.

მოგვიანებით თავად უდალცოვმა გაავრცელა ცნობა, რომ „მას ბრალად წაუყენეს არასანქცირებული აქციის ორგანიზება ხაბაროვსკის მოსახლეობის მხარდასაჭერად“.

მოსკოვის პოლიციის მთავარი სამმართელვოს პრესცენტრში უდალცოვის დაკავებასთან დაკავშირებით РБК-ს ჟურნალისტს უპასუხეს, რომ ასეთი მიზეზის შესახებ მათთვის უცნობია.

რუსეთის მედია წერს, რომ უდალცოვს შესძლოა ადმინისტრაციული პატიმრობა დაემუქროს. მოელიან, რომ უდალცოვის სასამართლო 28 ივლისს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG