Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთმა კორეამ გამოაცხადა, რომ დაიწყო კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ზომების გამკაცრება


ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთმა კორეამ 28 ივლისს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ზომების გამკაცრების შესახებ გამოაცხადა. მანამდე კარანტინში მოექცა სასაზღვრო ქალაქი კესონი მას შემდეგ, რაც, ხელისუფლების თქმით, იქ დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-ს ცნობით, ტარდება მკაცრი საკარანტინო ზომები და ოლქების შემოწმება. ხდება სატესტო მოწყობილობებით, დამცავი ტანსაცმლითა და სამედიცინო ტექნიკით მომარაგება.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა 26 ივლისს საგანგებო ვითარება გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეაში არალეგალურად დაბრუნდა სამხრეთ კორეაში გაქცეული პირი, რომელიც შესაძლოა COVID-19-ით არის დაავადებული. თუკი მას დაავადება დაუდგინდა, ეს იქნება ჩრდილოეთ კორეის პირველი ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევა. თუმცა მრავალი უცხოელი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ვირუსი უკვე გავრცელებულია ქვეყანაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 28 ივლისს განცხადა, რომ, ჩრდილოეთ კორეის ცნობით, ფხენიანმა 16 ივლისამდე ტესტი ჩაუტარა 1211 ადამიანს და არცერთს არ დაუდგინდა ინფექცია. ანგარიშის თანახმად, კარანტინში იმყოფება 696 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG