Accessibility links

ავტობუსები ჭავჭავაძეზე 3 ღამის განმავლობაში სატესტო რეჟიმში იმოძრავებენ


თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები ახალი სისტემას სამი ღამის განმავლობაში შეამოწმებენ. მოძრაობის ახალ სისტემაზე გადასვლაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, გამზირი 30 ივლისიდან 3 ღამის განმავლობაში ღამის 12 საათიდან დილის 4 საათამდე ჩაიკეტება.

"მომდევნო დღეების განმავლობაში, როცა დახაზვითი სამუშაოები დასრულდება, პოლიციისა და ჩვენი შესაბამისი სამსახურების ჩართულობით დაიწყება ჭავჭავაძეზე ახალი სქემით მოძრაობა. ამას ექნება ადაპტაციის პერიოდი და ყველანაირად დავეხმარებით მძღოლებს, რომ ხელი შევუწყოთ", - განაცხადა კალაძემ.

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია 1 წელზე მეტი ხანია გრძელდება. ამ პროექტის ფარგლებში შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც. ისინი გზის შუა ნაწილში მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით იმოძრავებენ. გაჩერების ჯიხურებიც გზის შუა ნაწილშია დამონტაჟებული და მოქალაქეებმა იქ მოსახვედრად გზის სავალი ნაწილი უნდა გადაკვეთონ.

განახლება: მასალის თავდაპირველი ვერსიაში ეწერა, რომ ავტობუსის მძღოლები ახალ სქემაზე მოძრაობაზე ივარჯიშებდნენ, რაც არასწორი ინტერპრეტაციების გამოსარიცხად, შეიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG