Accessibility links

რუსეთი აცხადებს, რომ 10 აგვისტომდე შეიძლება დაამტკიცოს კორონავირუსის ვაქცინის გამოყენება


რუსეთმა შესაძლოა პირველმა დაამტკიცოს კორონავირუსის ვაქცინის გამოყენება. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით. ტელეკომპანიის წყაროების თანახმად, მიმდინარეობს იმაზე მუშაობა, რომ ვაქცინა 10 აგვისტომდე ან უფრო ადრე მოიწონონ.

საქმე ეხება ვაქცინას, რომელზეც გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ცენტრში მუშაობენ. ახლახან ცენტრის დირექტორის მოადგილემ სამეცნიერო მუშაობის დარგში, დენის ლოგუნოვმა „მედუზასთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ცენტრმა ვაქცინა ორ კვირაში შექმნა.

ლოგუნოვის თქმით, ვაქცინის უსაფრთხოება დადასტურდა თაგვებზე, მაიმუნებსა და ზაზუნებზე. მაგრამ, როგორც მოლეკულური ბიოლოგიის ორმა სპეციალისტმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინა ადამიანისთვის უსაფრთხო იქნება.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, დღეისთვის მსოფლიოში COVID-19-ით გარდაცვლილია 660 ათასი ადამიანი. რუსეთში, ოფიციალური მონაცემებით, 13 ათასი ადამიანი ემსხვერპლა დაავადებას. ექსპერტები და ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ რუსეთის ეს მონაცემები დაახლოებით სამჯერ უფრო დაბალია რეალურზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG