Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გირჩმა" 2020 წლის არჩევნებში მონაწილე პირები დაასახელა, #1 ჯაფარიძეა


"გირჩმა" 2020 წლის არჩევნებში მონაწილე პირების სია მედიას გააცნო. როგორც პარტიაში ითქვა, სიის შესადგენად ერთგვარი "პრაიმერისი" გამოიყენეს.

პარტიის პირველი ათეული ასეთია: ზურა ჯაფარიძე, ჰერმან საბო, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, გია ჯაფარიძე, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ლევან ჯგერენაია, სანდრო თარხან-მოურავი, ამირან ტორონჯაძე და გიორგი ლომინაძე.

პარტიის 10-ეულში ვერ მოხვდა ქალი. საქართველოში მოქმედი საარჩევნო კოდექსით ყველა პარტიას, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობა სურს, სიაში ყოველი მეოთხე ადამიანი განსხვავებული სქესის უნდა ჰყავდეს.

"ჩვენი სია იქნება საბოლოო ჯამში ისეთი, როგორსაც თქვენ აქ ხედავთ... ფორმალურად ჩავწერთ [ქალებს], რომ დავაკმაყოფილოთ ცესკოს მოთხოვნა", - თქვა პარტიის ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ.

ხმის მიცემა შეეძლო იმ ადამიანებს, რომლებიც "გირჩის" ვებგვერდზე იყო რეგისტრირებული და მათი ხმის მოცულობა დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რა კონტრიბუცია ჰქონდა პარტიისთვის გაწეული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG