Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთმა აამოქმედა საკუთარი გლობალური სანავიგაციო სისტემა – GPS-ისა და GLONASS-ის კონკურენტი


BeiDou-3-ის სისტემის ერთ-ერთი სატელიტის გაყვანა ორბიტაზე.
BeiDou-3-ის სისტემის ერთ-ერთი სატელიტის გაყვანა ორბიტაზე.

ჩინეთმა აამოქმედა საკუთარი გლობალური სანავიგაციო სისტემის მესამე თაობა - BeiDou-3. ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა პარასკევს სისტემის ექსპლოატაციაში გაშვების საზეიმო ცერემონიაზე.

BeiDou ამერიკული GPS-ისა და რუსული GLONASS-ის სისტემების კონკურენტად განიხილება. სავარაუდოდ, ჩინეთი უკვე მიმდინარე წელს დაიწყებს სანავიგაციო სერვისების შეთავაზებას მთელ მსოფლიოში.

ჩინეთმა BeiDou-ს პროექტი 1994 წელს დაიწყო. პირველი თანამგზავრები ორბიტაზე გავიდნენ 2000 წელს. 2012 წლამდე ისინი მუშაობდნენ მხოლოდ ჩინეთში, შემდგომ კი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. მთლიანობაში გაშვებულია 55 თანამგზავრი, უკანასკნელი - ივნისის ბოლოს.

BeiDou მთელი დედამიწის ზედაპირს ფარავს. ზოგიერთი წყაროს თანახმად, პეკინს პროექტი 10 მილიარდი დოლარი დაუჯდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG