Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გაუუქმა ჯოხარ ცარნაევს


აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გაუუქმა ჯოხარ ცარნაევს, ეთნიკურ ჩეჩენს, რომელმაც აშშ-ის მოქალაქეობა აქვს მიღებული და რომელიც 2013 წელს ბოსტონის მარათონის ტერაქტისთვის იყო გასამართლებული.

31 ივლისს სააპელაციო სასამართლომ ბოსტონში ძალაში დატოვა ცარნაევის განაჩენის დიდი ნაწილი, მაგრამ მოსამართლეს უბრძანა, ახალი სასამართლო პროცესი დაინიშნოს იმის დასადგენად, სასიკვდილო განაჩენის ნაცვლად რა სასჯელი უნდა დაუწესდეს ცარნაევს მის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის.

ცარნაევს 2015 წელს მიესაჯა სიკვდილი მას შემდეგ, რაც 2013 წლის 15 აპრილს მან და მისმა ძმამ ბოსტონის მარათონის დროს ბომბი ააფეთქეს ფინიშის ხაზის მახლობლად, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და 260 დაიჭრა.

ის დამნაშავედ ცნეს ორი თვითნაკეთი ბომბის მოთავსებაში ფინიშის ხაზთან, ასევე სამი დღის შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღით პოლიციელის მოკვლაში.

განაჩენის გამოტანისას ცარნაევმა აღიარა თავდასხმის მოწყობა.

მისი ძმა ტამერლან ცარნაევი აფეთქებიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაიღუპა მასა და პოლიციელებს შორის სროლისას.

XS
SM
MD
LG