Accessibility links

site logo site logo

თბილისში დაკარგული პითონი დააბრუნეს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებმა


სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 31 ივლისს მონიტორინგის ცხელ ხაზზე დარეკა მამაკაცმა, რომელიც აღელვებული, შეშინებული ხმით დახმარებას ითხოვდა: „პითონი გამექცა!“

„ჩვენი ოპერატორი იბნევა, სთხოვს კიდევ ერთხელ გაიმეოროს რა სახის დახმარება ესაჭირეობა და ოპერატიულად ორი ეკიპაჟი გადის შემთხვევის ადგილზე.
წარმოიდგინეთ, რამხელა რისკის წინაშე იდგა თითოეული თბილისის მაცხოვრებელი, ძაღლები, კატები. პითონი მახრჩობელასებრი, მტაცებელი გველების რიცხვს მიეკუთვნება და ცხადია, არავის ვუსურვებთ მის "სტუმრობას". ბოლომდე გვიჭირდა გააზრება, რამხელა გამოწვევის წინაშე ვიდექით, რომ ეს იყო ბეწვის ხიდი და არ გვქონდა შეცდომის დაშვების უფლება. თითოეული წუთი იყო გარდამტეხი და მნიშვნელოვანი. რიგით მოსახლეობასთან ერთად, საფრთხე ჩვენს მაშველ ბიჭებსაც ემუქრებოდა, რომელთაც ფაქტიურად "თვალებახვეულებს" მოუწიათ ბრძოლის ველზე გასვლა. გულწრფელად გეუბნებით, არცერთი წამი არ გვიფიქრია უკან დაგვეხია, ბოლო წუთამდე შემართებით ვემსახურეთ ჩვენს ქალაქს, ჩვენს თბილისელებს“, - ვკითხულობთ ცხოველთა მონიტორინგის საააგენტო მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, საპატრულო პოლიციამ მყისიერად მოახდინა მოსახლეობის ევაკუაცია და დაიწყო "გრძელი ღამე":

„დავანგრიეთ მრავალი კედელი, მაქსიმალურად, გავასუფთავეთ უზარმაზარი ტერიტორია ავეჯისა და ნივთებისგან ფანრის შუქზე თითქმის შიშველი ხელებით. არ დაგვიტოვებია არცერთი კუთხე, არც კუნჭული და მთავარი "დამნაშავეც" გამოვიჭირეთ. ჩვენ ბედნიერები, ცოტათი ამაყებიც დავბრუნდით ბაზაზე, წინ კიდევ ბევრი საქმეა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG