Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს


თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს.

"გახარიასთან მინდა შეხვედრა, თუ პატივს დამდებს და შემხვდება. გადმოცემით ვიცი, ამ კაცმა თქვა, რომ ბაჩალიაშვილის და შაქარაშვილის საქმეები უნდა იყოს გამოძიებული. უშუალოდ მისგან მინდა გავიგო, რას მეტყვის", - უთხრა მან ჟურნალისტებს.

გარდაცვლილის დედის თქმით, ოჯახის მოთხოვნაა, დაასახელონ სამი მაღალჩინოსანი, რომელთა ფაილებშიც - ტვ "ფორმულას" ინფორმაციით - თამარ ბაჩალიაშვილმა შეაღწია.

23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG