Accessibility links

დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალდებულს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა — პენიტენციური


ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ ბრალდებულს. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

უწყების მტკიცებით, 2020 წლის 28 ივლისს დააკავეს ბრალდებული დ.წ., რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორიდან 29 ივლისს ტემპერატურის მომატების გამო გადაიყვანეს ცხელების კლინიკაში.

"ბრალდებული ესკორტის ოფიცრებმა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაიბარეს. შესაბამისად, იგი პენიტენციურ სისტემაში არ მოხვედრილა და პენიტენციურ სისტემასთან არანაირი შეხება არ ჰქონია", - აცხადებს უწყება.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულის მდგომარეობა სტაბილურია, მისი მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა კი ჯანდაცვის სამსახურების რეკომენდაციების შესაბამისად გადაწყდება.

უწყების ცნობით, ტესტის დადებითი პასუხის მიღებისთანავე, ესკორტის სამი ოფიცერი, რომლებმაც ბრალდებული ჩაიბარეს, მათი ოჯახის წევრებთან ერთად, გადავიდნენ თვითიზოლაციაში. ასევე, ესკორტის სამი ოფიცერი, რომლებიც ამჟამად ბრალდებულთან ერთად არიან, მისი სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გაივლის ტესტირებას და გადავა თვითიზოლაციაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG