გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა. ბოლოს, დღე-ღამის განმავლობაში 2 ახალი შემთხვევა 16 ივლისს გამოვლინდა.
კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1179-მდე გაიზარდა.
სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე 3 აგვისტოს, დილით განახლებული მონაცემებით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 4 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 959.
საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.
3 აგვისტოს დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 6919 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 251.