Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო ჯერ უცნობია


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან ერთს კონტაქტი ჰქონდა მანამდე ინფიცირებულ პირთან. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ მედიას აცნობა, რომ მეორეს ინფიცირების წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია და კვლევა მიმდინარეობს.

დღეს დილით, საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1179-მდე გაიზარდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 959. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG