Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

TI - 2019 წელს პარლამენტში სიტყვით საერთოდ არ გამოსულა 21 დეპუტატი


ირაკლი ხახუბია, ენზელ მკოიანი, ირაკლი აბუსერიძე
ირაკლი ხახუბია, ენზელ მკოიანი, ირაკლი აბუსერიძე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, რომელიც პარლამენტის საქმიანობას შეეხება, 2019 წელს სიტყვის გამოსვლის უფლებით პარლამენტის 21 წევრს არ უსარგებლია:

ეს დეპუტატები არიან:

  • ირაკლი აბუსერიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
  • ლევან ბეჟანიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
  • რუსლან გაჯიევი (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
  • მახირ დარზიევი (უმრავლესობა),
  • მუხრან ვახტანგაძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
  • ზაზა კედელაშვილი („ევროპული საქართველო”),
  • თეიმურაზ კოხრეიძე (უმრავლესობა),
  • იოსებ მაკრახიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
  • სამველ მანუკიანი (უმრავლესობა),
  • ენზელ მკოიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
  • გიორგი მოსიძე (დამოუკიდებელი წევრი, მაჟორიტარი),
  • რომან მუჩიაშვილი (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
  • რამაზ ნიკოლაიშვილი (დამოუკიდებელი წევრი),
  • რუსლან პოღოსიანი (უმრავლესობა),
  • დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა),
  • ერეკლე ტრიპოლსკი (უმრავლესობა),
  • გოდერძი ჩანქსელიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
  • არჩილ ხაბაძე (უმრავლესობა),
  • ირაკლი ხახუბია (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
  • ელგუჯა გოცირიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
  • ვიქტორ ჯაფარიძე (უმრავლესობა).

ამ 21 დეპუტატიდან ირაკლი ხახუბია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარულ ოლქში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშის თანახმად, 2019 წელს 2018 წელთან შედარებით ზოგადად გაზრდილია იმ დეპუტატების რაოდენობა, რომელთაც სიტყვით გამოსვლის უფლებით ისარგებლეს. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს ეს უფლება პარლამენტის 120-მა წევრმა გამოიყენა, ხოლო 2019 წელს - 131-მა წევრმა.

საანგარიშო პერიოდში, უმრავლესობიდან, ყველაზე მეტი სიტყვით გამოსვლა ჰქონდათ შემდეგ

დეპუტატებს:

  • ანრი ოხანაშვილი - 184 გამოსვლა;
  • სოფიო კილაძე - 99 გამოსვლა;
  • გუგული მაღრაძე - 88 გამოსვლა.
  • ოპოზიციის წარმომადგენლებიდან, ყველაზე მეტი სიტყვით გამოსვლა ჰქონდათ:
  • ეკა ბესელია (დამოუკიდებელი წევრი) - 161 გამოსვლა;
  • ლევან გოგიჩაიშვილი (ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები”) - 121 გამოსვლა;
  • გიორგი ბოკერია (ფრაქცია „ევროპული საქართველო”) - 108 გამოსვლა.

რაც შეეხება სხდომების გაცდენის მაჩვენებელს, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიში აჩვენებს, არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომა ყველაზე მეტჯერ გააცდინეს:

  • დიმიტრი სამხარაძემ (უმრავლესობა)
  • რუსლან გაჯიევმა ( უმრავლესობა)
  • ივლიანე წულაიამ (უმრავლესობა)

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშში გამოიკვეთნენ ასევე ჩართულობის კუთხით ყველაზე აქტიური წევრებიც, კერძოდ:

  • პარლამენტის ყველაზე აქტიური წევრი (ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორი) რატი იონათამიშვილი
  • პლენარული სხდომის ყველაზე აქტიური მონაწილე საპარლამენტო უმრავლესობიდან - ანრი ოხანაშვილი
  • პლენარული სხდომის ყველაზე აქტიური მონაწილე უმრავლესობის გარეთ არსებული ფრაქციებიდან (ოპოზიცია) - ეკა ბესელია
  • ყველაზე მეტი სადეპუტატო კითხვის ავტორი - სერგი კაპანაძე
  • ყველაზე აქტიური კომიტეტი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშმა პარლამენტის საქმიანობის ანგარიში 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში მოიცვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG