Accessibility links

4 აგვისტოს გრიგალი ისაიასი ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის შტატებს დაატყდება თავს


ნიუ-იორკში ტროპიკული ციკლონი ისაიასის დასახვედრად ემზადებიან.

როგორც მეტეოროლოგები აცხადებენ, ტროპიკული ციკლონი ისაიასი 4 აგვისტოს ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის შტატებს დაატყდება თავს სახიფათო ქარიშხლითა და კოკისპირული წვიმებით და შემდეგ აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსკენ გადაინაცვლებს.

აშშ-ის ციკლონების ეროვნულმა ცენტრმა 3 აგვისტოს ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის შტატების სანაპირო ზოლის მცხოვრებლები გააფრთხილა ზღვაზე მეტრნახევრიანი ტალღებისა და 20 სანტიმეტრი ნალექის შესახებ.

ისაიასი კლასიფიკაციით ტროპიკულ შტორმამდე ჩამოაქვეითეს, მანამდე კი მან კარიბის ზღვას გადაუარა და ორი ადამიანი იმსხვეპლა.

კვირის ბოლოს შტორმი ასცდა ფლორიდის შტატს. 3 აგვისტოს კი მან პირველი კატეგორიის გრიგალის ძალა დაიბრუნა. ქარის სიჩქარე საათში 120 კილომეტრს აღწევს.

ციკლონების ეროვნული ცენტრის თქმით, კოკისპირულმა წვიმებმა შესაძლოა წყალდიდობა გამოიწვიოს.

4 აგვისტოსთვის ტროპიკული შტორმის საფრთხის თაობაზე გაფრთხილება გამოცხადდა აშშ-ის ატლანტის სანაპიროს შუა ნაწილისთვის და 5 აგვისტოსთვის - აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG