Accessibility links

logo-print logo-print

ბელარუსში დაიწყო პრეზიდენტობის კანდიდატებისათვის წინასწარი ხმის მიცემა


4 აგვისტოს ბელარუსში დაიწყო 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში დარეგისტრირებული კანდიდატებისთვის წინასწარი ხმის მიცემის პროცედურა.

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, წინა 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს წინასწარი ხმის მიცემის უფლებით ისარგებლა საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოქალაქეთა ერთმა მესამედმა.

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ქვეყანაში ცხოვრობს დაახლოებით 7 მილიონი ამომრჩეველი, მათი ნების გამოსახატავად მოქმედებს 5675 საარჩევნო უბანი ქვეყნის შიგნით და 44 - ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ოპოზიცია და უფლებადამცველები მოუწოდებენ ამომრჩევლებს, რომ არ ისარგებლონ წინასწარი ხმის მიცემის უფლებით და არჩევანი გააკეთონ 9 აგვისტოს, გენერალური არჩევნების დროს, როდესაც ხელისუფლება ვერ შეძლებს საარჩევნო ურნებში ყალბი ბიულეტენების ჩაყრას.

ოპონენტების პასუხად, რომ ხელისუფლება ემზადება 9 აგვისტოს დანიშნული არჩევნების დროს ხმების გაყალბებისათვის, ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ხელისუფლება „არ აპირებს ხმების მოპარვას“.

ოპოზიცია შიშობს, რომ 9 აგვისტოს არჩევნებზე ფალსიფიცირების დიდი შანსი არსებობს, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო ეუთო ვერ გაგზავნის თავის სადამკვირვებლო ჯგუფს ბელარუსში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG