Accessibility links

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის შეხევედრა შსს-ში დასრულდა


23 წლის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრა დასრულდა. უწყებიდან გამოსულმა გარდაცვლილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა თქვა, რომ გამოძება ყველა შესაძლო მიმართულებით მუშაობს.

მანვე აღნიშნა, რომ FBI-ის ჩართვის კონკრეტულ თარიღზე უწყებაში ინფორმაცია არ მიუღია. საქმის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა კი აღნიშნა, რომ როგორც უწყებაში გაიგეს, შესაბამისი მოთხოვნა უკვე გაგზავნილია.

გუშინ, 4 აგვისტოს, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამოძიების საქმეში აშშ-ის ფედერალური ბიუროს (FBI) ჩართვის მოთხოვნით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ოჯახის ინიციატივით აქცია გაიმართა.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG