Accessibility links

ეკატერინე ტიკარაძის თანახმად, ბავშვები ერთჯერად ფინანსურ დახმარებას სწავლის დაწყებამდე მიიღებენ


ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბავშვები 17 წლის ჩათვლით ერთჯერად ფინანსურ დახმარებას სახელმწიფოსგან სწავლის დაწყებამდე მიიღებენ და 1 სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე პერიოდში კომპენსაციები სრულად იქნება გაცემული.

მინისტრის განმარტებით, დეტალები მომავალი კვირიდან გახდება ცნობილი. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კომპენსაციის გასაცემ კონკრეტულ დოკუმენტაციაზე მუშაობა ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს და პრინციპი არის ის, რომ ამ დოკუმენტაციის ნუსხა მარტივი იყოს:

„ვფიქრობთ, რომ დოკუმენტების ნუსხა უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი, რათა მოხდეს ოპერატიულად, საჭირო დროს ამ თანხების ანაზღაურება ჩვენი ბავშვების კეთილდღეობისთვის.

ხელმისაწვდომს გავხდით პორტალს, სადაც მოხდება დოკუმენტაციის ატვირთვა და სწავლის დაწყებამდე 1 სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე სრულად იქნება ანაზღაურებული თანხები“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 წლის ჩათვლით ბავშვები ბიუჯეტიდან ერთჯერადად 200 ლარს მიიღებენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ ეს თანხა მათ სწავლის დაწყების პროცესში დასჭირდებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG