Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეონა თამაზაშვილის თქმით, მის შვილს სავარაუდოდ დააწერინეს: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“


23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი მიიჩნევს, რომ მის შვილს წერილი [„ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“], სავარაუდოდ, დააწერინეს.

გარდაცვლილის დედის თქმით, ეს ძალიან მზაკვრულად იყო დაგეგმილი. „მზაკვრული გეგმა ერთ-ორ დღეში არ შემუშავებულა, არამედ - თვეების განმავლობაში. შესაბამისად, ისიც იყო გამოკვლეული, რომ ჩემს შვილს ანგარიშზე ჰქონდა თუ არა თანხა. ჩემი შვილი იმდენად ჭკვიანი იყო, მაინც მიხვდებოდა, რომ ოჯახი გამოვიყენებდით იმ თანხას, დაწერა რად უნდოდა ამას. ეს სჭირდებოდათ იმისთვის, რომ თვითმკვლელობის ვერსია გამართლებული ყოფილიყო. ვიცი, რომ ჩემი შვილი აგროვებდა თანხას იმისთვის, რომ უნდოდა უცხოეთში სწავლა. იცოდა, რომ მე და ჩემს მეუღლეს ამის შესაძლებლობა არ გვქონდა. ამიტომ, რასაც შრომობდა, აგროვებდა. შსს-მ რატომღაც არ გადმომცა ინფორმაცია, რა დროის განმავლობაში აგროვებდა თანხას. მითხრეს, რომ გამოითხოვენ და შემდეგ გადმომცემენ“, - ამბობს თეონა თამაზაშვილი.

როგორც გარდაცვლილი დედამ თქვა, კომპანია „ზეგ“-ის წარმომადგენელმა დაუდასტურეს, რომ მის შვილს მაღალი ანაზღაურება ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების შუალედური მასალების მეორე ნაწილს აქვეყნებს, მას შემდეგ რაც 5 აგვისტოს უკვე გამოაქვეყნა კომპიუტერიდან ამოღებული ძებნის ისტორია.

2020 წლის 5 აგვისტოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებულ იქნა ხელწერის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, შემთხვევის ადგილზე ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოჩენილ მოცისფრო, პატარა ზომის ფურცელზე არსებული ტექსტობრივი ჩანაწერი: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“ - შესრულებულია თამარ ბაჩალიაშვილის მიერ. შემთხვევის ადგილზე ნანახი, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა იყო დაკეტილ მდგომარეობაში. ავტომანქანის გასაღები კი მოთავსებული იყო უკანა სავარძელზე, რის გამოც ავტომანქანის გაღება მოხდა ოჯახის წევრების მიერ წარმოდგენილი სათადარიგო გასაღებით. ასევე, გადამოწმდა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ანგარიშები. ერთ-ერთ ბანკში თამარ ბაჩალიაშვილის ანაბარზე ირიცხება 75 000 ლარი" - იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

ასევე ნახეთ:

როდის და როგორ ერთვება FBI ბაჩალიაშვილის საქმეში

“თამარ ბაჩალიაშვილს ჰყავდა ფსიქოლოგი” - სტიგმა თუ მნიშვნელოვანი გარემოება?

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG