Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

TI: ზუგდიდში ყინულის მოედნის მშენებლობაზე 8 მლნ დაიხარჯა და ის ისევ არ აქვს


"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, ზუგდიდში ყინულის აშენების მესამე მცდელობაა და 7 9996 496 ლარის დახარჯვის მიუხედავად, ის ქალაქს მაინც არ აქვს. ორგანიზაციამ მოედნის ორჯერ აშენებისა და ორჯერ დაშლის ხარჯები დათვალა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ დათვლილი ხარჯები:

  • პირველად ყინულის მცირე ზომის მოედანი ზუგდიდში 2007 წელს აშენდა, რაზეც 1,4 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა იგი 2011 წელს დაშალეს და საჩუქრად ქუთაისის მუნიციპალიტეტს გადასცეს;
  • ოლიმპიური სტანდარტების ყინულის მოედნის მშენებლობა 2011 წელს დაიწყო, მის მშენებლობა/რეაბილიტაციაზე, მოვლა-პატრონობასა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე 2011 წლიდან დღემდე 6 381 796 ლარი დაიხარჯა;
  • ახალი მოედნის მშენებლობა 2015 წელს დასრულდა, ის სხვადასხვა ხარვეზებისა და დაზიანებების გამო 2019 წლის თებერვლამდე ვერ გაიხსნა, ამ პერიოდში კი მოედანს რეაბილიტაცია ორჯერ - 2016 და 2018 წლებში ჩაუტარდა;
  • 2020 წლის ივლისში დაიწყო ყინულის მოედნის დემონტაჟის პროცესი, რაზეც 214 700 ლარი იხარჯება, მოედნის დემონტაჟი კი მას მერე გახდა საჭირო, რაც ტერიტორია, სადაც იგი იყო განთავსებული, აუქციონზე გაიყიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG